saqarTvelos uReltexilebi - maganis uReltexili
კოორდინატები | 43°25`15` ჩ. გ. 41°00`52` ა. გ. |
ტერიტორიული ერთეული | გულრიფშის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 2265 მ |
ქედი | აფხაზეთის კავკასიონი |
უღელტეხილი აფხაზეთის კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედზე, მდინარეების გრიბზისა (ბზიფის მარჯვენა შენაკადი) და მაგანის (დიდი ლაბის მარცხენა შენაკადი) სათავეებთან. სიმაღლე ზღვის დონიდან 2265 მ. უღელტეხილის მიდამოები აგებულია პალეოზოური კრისტალური ქანებით, შემოსილია სუბალპური მდელოებით. გადადის საჭაპანო გზა, რომელიც აკავშირებს ბზიფის ხეობას ჩრდილოეთ კავკასიის (ყარაჩაი-ჩერქეზეთის) სოფლებთან.